თემურ მღებრიშვილი ე.წ. ნარუშილოვკებზე საუბრობს

შს მინისტრი ე.წ. ნარუშილოვკებზე საუბრობს. როგორც თემურ მღებრიშვილი აცხადებს, ეს საბუთი 2009 წლიდან გაიცემა და ამჟამად არსებობობს სპეციალური ბრძანება, რომელიც მის გაცემას დაარეგულირებს. რაც შეეხება თავად ფაქტს და იმ სკანდალურ ჩანაწერებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა, მღებრიშვილი კომენტარს არ აკეთებს:

“ეს საშვები გაიშვება 2009 წლის შს სამინისტროს სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე. მისი გაცემის რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომელიც ამას დაარეგულირებს და უფრო ადვილი გახდება მისი ადმინისტრირება”,-განაცხადა მღებრიშვილმა” განაცხადა შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: კანონი თუ დაარღვია, დაისჯება ყველა, ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს