ვახტანგ გომელაური: კანონი თუ დაარღვია, დაისჯება ყველა, ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სკანდალურ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

გომელაურის განცხადებით, თუ გამოძიების შედეგად დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, დამნაშავე შესაბამისად დაისჯება.

„ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, მოკვლევა დაიწყო გენერალურმა ინსპექციამ. დაველოდოთ შედეგებს. თუ ვინმე დამნაშავე აღმოჩნდება, ეს იქნება სამსახურეობრივი გადაცდენა, თუ გულგრილობა, დაისჯება შესაბამისად. კანონი თუ დაარღვიეს, დაისჯება ყველა, ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საყვედური იქნება, შენიშვნა, სამსახურში დაქვეითება თუ გათავისუფლება, კანონის ფარგლებში მოხდება“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა, გიორგი ბაბუნაშვილმა სააგენტო “თაიმერს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და სკანდალური ჩანაწერებიც გადასცა რის შემდეგ, საქართველო დატოვა და ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. გამგზავრებამდე მან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღდეგ კომპრომატები საინფორმაციო სააგენტო “თაიმერს” დაუტოვა და მისი გავრცელება სთხოვა. ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ძმაა.

 

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საქართველო ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, სანამ ჩვენ ქვეყანაში ასეთი ვაჟკაცები გაიზრდებიან
შემდეგი სტატიათემურ მღებრიშვილი ე.წ. ნარუშილოვკებზე საუბრობს