თელავში მკვლელობა მოხდა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

34 წლის ვალერი ვარშალომიძეს მკვლელმა სამი ტყვია ესრულა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე გამთენიისას მოხდა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდების ჩხუბს იმ დროს შეესწრო, როდესაც ის სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში ჩავიდა. გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია.

მკვლელობაში ბრალდებული მინდია წიწაშვილი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის სასამართლო-საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გამოძიებას კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღეს ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს
შემდეგი სტატიაზაზა ვაშაყმაძე მართლმადიდებელ ქრისტიანებს სულთმოფენობის, კათოლიკეებს კი ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს ულოცავს