ზაზა ვაშაყმაძე მართლმადიდებელ ქრისტიანებს სულთმოფენობის, კათოლიკეებს კი ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მართლმადიდებელ ქრისტიანებს სულთმოფენობის, კათოლიკეებს კი ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს ულოცავს.
“დღეს საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება _ მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო. სულთმოფენობის დღესასწაულს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს”, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ასევე სამების დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს.

banner
წინა სტატიაშითელავში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიაფონიჭალის მოსახლეობა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს