თელავში გარემოვაჭრეებმა ქუჩა გადაკეტეს

კახეთში, კერძოდ კი თელავში დილიდან ხმაურია. გარემოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ქუჩა რამდენჯერმე გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღეს დილიდან საპატრულო პოლიციამ მათ გარევაჭრობა აუკრაძალა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

გარემოვაჭრეების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს გარევაჭრობა წარმოადგენს და მისი აკრძალვის შემთხვევაში, ათეულობით ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება. ბაზრის მიმდებარე ქუჩა საპატრულო პოლიციამ გახსნა, თუმცა გარემოვაჭრეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეებს თელავის მერის მოადგილე შეხვდა. აკა საჩიშვილი მათ ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, რაზეც გარემოვააჭრეები უარს აცხადებენ და აქციების დაწყებას თელავის მერიასთან გეგმავენ.

banner
წინა სტატიაში“ასოცირების დღის წესრიგში ძალიან ნათლად არის აღნიშნული, რომ უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა”
შემდეგი სტატიაკიევის შემოგარენში ცეცხლი ნავთობის რამდენიმე რეზერვუარს უკიდია