“ასოცირების დღის წესრიგში ძალიან ნათლად არის აღნიშნული, რომ უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა”

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება.
როგორც აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასოცირების დღის წესრიგში ნათლად არის აღნიშნული, საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტიზით, განსაკუთრებით ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციების საფუძველზე.
აღნიშნულის კონტექსტში, აბაშიშვილმა კანონპროექტის ავტორებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით კონსულტაციების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
“საქართველოს პარლამენტი იწყებს იმ ახალი ცვლილებების განხილვას, რომელიც შეეხება ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ცვლილებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების დღის წესრიგთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ უკვე ღიად გამოთქმულ პოზიციასთან. აღნიშნული ცვლილებები ასევე პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის წამყვანი ბიზნესასოციაციების, კომერციული ბანკების, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის სპეციალისტების ძირითადი ნაწილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან”,-აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, ხაზი უნდა გაესვას აღნიშნულ პროცესში კვალიფიციური და პროფესიული დისკუსიის აუცილებლობას.
“შესაბამისად, მინდა მოვუწოდო პროექტის ავტორებს, ამ იდეიის მხარდამჭერებს, უზრუნველყონ რეალური კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით. ამავდროულად, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტურების – EBRD-სა და საერთასორისო სავალუტო ფონდის უკვე გამოთქმულ ინიციატივას აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე. უფრო მეტიც, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროპის ცენტრალური ბანკიდან, ვინაიდას ამას ჩვენ გვავალდებულებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი, ის რაზეც ხელი გვავს მოწერილი. კერძოდ, ასოცირების დღის წესრიგში ძალიან ნათლად არის აღნიშნული, რომ უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და არა შესუსტდეს, ასევე საბანკო ზედამხედველობის შესახებ საუბრისას პირდაპირიაა ხაზგასმული, რომ ცვლილებები ამ პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტიზით და განსაკუთრებით ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციების საფუძველზე. შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტს ყურადღება მიექცეს”, – განაცხადა აბაშიშვილმა, რომლის განმარტებითაც, ევროპის ცენტრალური ბანკი მხარს უჭერს საბანკო ზედამხედველობის დარჩენას ზოგადად ეროვნული ბანკების შემადგენლობაში. პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებების უგულვებელყოფა ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა
შემდეგი სტატიათელავში გარემოვაჭრეებმა ქუჩა გადაკეტეს