თბილისში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

მორიგი თავდასხმა

თბილისში, ქავთარაძის #16-ში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. 112-ში შეტყობინება ქურდობის შესახებ დილის 8 საათზე შევიდა.

მძარცველი მაღაზიაში გვიან ღამით, სავარაუდოდ, სახურავიდან ჩავიდა.

კონკრეტულად, რა არის წაღებული მაღაზიიდან, ეს უკვე მოგვიანებით დადგინდება. ადგილზე ამჟამად კრიმინალ-ექსპერტები მუშაობენ.

სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

banner
წინა სტატიაშიალა პუგაჩოვას სიმღერა Война (“ომი”) მსოფლიო ჰიტად იქცა
შემდეგი სტატია“ნატოს ნელ-ნელა შორდება საქართველო,” – ნინო გოგუაძე