“ნატოს ნელ-ნელა შორდება საქართველო და ეს ხდება საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების ხელით,” – ეს განცხადება ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ გააკეთა.
ნინო გოგუაძემ აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აბაშიძის სფერო შემოიფარგლება მხოლოდ სავაჭრო და ჰუმანიტარულ, ადამიანურ ურთიერთობებზე მსჯელობით, ამ დროს ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციებს ითავსებს.
დღეს ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პრაღაში 4-თვიანი პაუზის შემდეგ ხვდებიან.