“თბილისი 2015”-ის გახსნის ცერემონიის ნახვა მსურველებს ვაკის პარკში დამონტაჟებულ მონიტორზეც შეეძლებათ

26 ივლისს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015”-ი ოფიციალურად გაიხსნება.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ გახსნის ცერემონიას თვალი ადევნონ.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015”-ი 20:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 წლის დაკარგული ბიჭი იპოვეს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია ხელვაჩაურში პირველ ზუთხსაშენ საწარმოს ეწვია