შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 წლის დაკარგული ბიჭი იპოვეს

საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ მიმართა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც განუცხადა, რომ 3 წლის შვილი დაეკარგა და პატრულს დახმარებას სთხოვდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდებარე ქუჩები გადაამოწმეს და დაკარგული ბიჭუნა სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარედ რამდენიმე წუთში იპოვეს. მცირეწლოვან ბავშვს არანაირი დაზიანება მიღებული არ ჰქონდა და ის ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა.

banner
წინა სტატიაშირეალური დასაქმება-ეს შენი შანსია!
შემდეგი სტატია“თბილისი 2015”-ის გახსნის ცერემონიის ნახვა მსურველებს ვაკის პარკში დამონტაჟებულ მონიტორზეც შეეძლებათ