თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა, საცობების პრობლემის გადაჭრისას დიდი ქალაქები რამდენიმე ხერხს მიმართავენ, მათ შორის არის ქუჩებზე ფასიანი გადაადგილების დაწესება, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა სრულად იზღუდება.

„ფაქტია, რომ მსგავსი აკრძალვების დაწესების წინაშე ჩვენც ვდგავართ. თუ თითოეული ჩვენგანი ეცდება, რომ ხელი შეუწყოს ქალაქის სწორ განვითარებას, დიდ ხანს შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დადგება. სხვა შემთხვევაში კი ოდესმე დადგება ის დღე, როცა ქალაქი იძულებული გახდება, შეზღუდვები დააწესოს, სადაც ქალაქის ყველა ქუჩაზე გადაადგილება იქნება ან ფასიანი, ან სხვა რომელიმე მეთოდით იქნება განტვირთული,“ – განაცხადა სუდაძემ.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის აქციაზე დაკავებული ორი მევენახე გათავისუფლებულია
შემდეგი სტატიათბილისს მიწათსარგებლობის დეტალური გენერალური გეგმა ექნება