გურჯაანის აქციაზე დაკავებული ორი მევენახე გათავისუფლებულია

მოსამართლე დავით ნარინდოშვილმა ორივე მათგანი დარბაზიდან გაათვისუფლა. მორიგი პროცესი გურჯაანის სასამართლოში 18 სექტემბერს ჩაინიშნა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეები შესაბამის მტკიცებულებებსა და ნეიტრალურ მოწმეებს წარადგენენ, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს გურჯაანში გამართულ საპროტესტო აქციაზე მევენახეები იმ დროს დააკავეს, როცა პოლიციელები ძალისმიერი ხერხებით გზის გახსნას ცდილობდნენ.

ორივე მათგანი სამართალდამცველებმა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი: აფხაზი ახალგაზრდები სპეციალურად ,,მაკდონალდსის” რესტორანში გადმოდიან
შემდეგი სტატიათბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს