თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ. აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა თბილისის საკრებულოს შემოწმების შედეგები მთავარ პროკურატურაში გადაგზავნა. საქმე გამარტივებულ შესყიდვებს და ტენდერებს ეხება.

საუბარია დაახლოებით 140 ტრანზაქციაზე, რომელიც თბილისის საკრებულომ განახორციელა და საიდანაც შესყიდვების დაახლოებით 70 პროცენტი გამარტივებული წესით ჩატარდა. ტენდერებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პირი იღებდა.

თანხის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე. ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა დღეს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ. რიმა ბერაძის განცხადებით, არამიზნობრივი ხარჯები, რომელზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, წინა მოწვევის საკრებულოს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ნიკორწმინდის ტაძარში იქადაგა
შემდეგი სტატია“ყველაზე მაგარი წელიწადი დაიწყო ბიძინა ივანიშვილის კალენდრის შესაბამისად”