“ყველაზე მაგარი წელიწადი დაიწყო ბიძინა ივანიშვილის კალენდრის შესაბამისად”

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

განვლილ სამ წელს აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია. ისინი ხელისუფლებას და კოალიციის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ მათ მეირ გაცემულ დაპირებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მესამე წელს ეკონომიკურ წინსვლას საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდნენ ოჯახები და რომ მე-4 წელი იქნებოდა საუკეთესო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ ვერცერთი დეაპირება ვერ შეასრულა და ხელისუფლების მიერ საუკეთესოდ წოდებულ მე-4 წელს მმართველი გუნდი იწყებს გაუფასურებული ლარით, გაზრდილი ტარიფებით და მედიაზე ზეწოლით.

“ყველაზე მაგარი წელიწადი დაიწყო ბიძინა ივანიშვილის კალენდრის შესაბამისად,” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გია ბარამიძემ.

სერგო რატიანის შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართული ეკონომიკა ფაქტობრივად დაინგრა, მოსახლეობა გაღარიბდა, არის სერიოზული კლება ტურიზმში, ექსპორტ-იმპორტში.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ
შემდეგი სტატია“2012 წლის პირველი ოქტომბრის მერე ძნელად ვიხსენებ რაიმე ისეთს, რაც შეიძლება ქართული ოცნების აქტივად ჩაიწეროს”