თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მოსულიშვილის, შეშელიძის, ვეკუას, ხიზაბავრის, უწერის, ჯანჯღავას და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და იასამნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ლვოვის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის და ვაზისუბნის ქუჩების   მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, აბაშიძის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, უბილავას, კასპის, ზურაბიშვილის, ნოსირის, წინანდლის, კობარეთის, ყვარლის, მთისძირის, ტვიშის, უშაკოვის, რატილის, მესხეთის, წალენჯიხის, ტოლენჯის და გეზათის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და გორის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონის და ხვინგიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებულმა 12-მა ოჯახმა თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა უკვე შეიძინა
შემდეგი სტატიახვალ თბილისის რამდენიმე ქუჩის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება