ხვალ თბილისის რამდენიმე ქუჩის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონში ჩასატარებელი გეგმიური, სარევიზიო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო ხვალ, 11:00-დან 17:00 საათამდე გაზმომარაგება რამდენიმე ქუჩას შეუწყდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება: ისნის რაიონში – ბერი გაბრიელის ქუჩის N 1/1, 1/2 და 1/3 შენობებს, სულ – 270 აბონენტს; ვაკის რაიონში – დავით თავხელიძის ქუჩის N 1 კორპუსს, სულ – 230-მდე აბონენტს; გლდანის რაიონში – III მიკრორაიონის N 68, 68-ა, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76 და 77 შენობებს, სულ – 730 აბონენტს; დიდუბის რაიონში – არჩილ კერესელიძის ქუჩის N 1, 2, 3, 5; ალექსი გოგოლაურის ქუჩის N 18-ა; აკაკი წერეთლის გამზირის N 58, 74 და N I, II, III, IV, V, VI, VII კორპუსებს, სულ – 760-მდე აბონენტს.

“შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის”, – აცხადებენ კომპანიაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატიამებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს