თბილისის მერი საკომუნიკაციო კომპანიებს მიწისქვეშა სამუშაოების შემოდგომამდე დასრულებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი დავით ნარმანია მიმართავს საკომუნიკაციო კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მიმდინარე, თუ დაგეგმილი მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომამდე დასრულდეს

“შემოდგომაზე დედაქალაქის მერია აღმაშენებლის ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და გამწვანების პროექტის დაწყებას გეგმავს. პროექტის დასრულების შემდეგ, ხეივნის იერსახის შენარჩუნების საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიებისთვის აღარ გაიცემა ნებართვა აღნიშნული მიწისქვეშა სამუშაოების ჩასატარებლად”, – აცხადებს დედაქალაქის მერი.

banner
წინა სტატიაშიმიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემის რეაბილიტაცია 2 კვირაში დასრულდება
შემდეგი სტატიადევნილთა სამინისტრო “ნიუ კონსტრაქშენის” დირექტორის და სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება