მიხეილ მაჭავარიანი: თუ ბიძინა იტყვის ლავრენტი ბერიას და მჟავანაძესაც დაკითხავს პროკურატურა

“თუ ბიძინა იტყვის ლავრენტი ბერიას და მჟავანაძესაც დაკითხავს პროკურატურა,”- ასე გამოეხმაურა მიხეილ მაჭავარიანი ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე პროკურატურაში გამოძიების დაწყებას.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ფიქრობს, რომ მთავრობა “გადაბრალების პოლიტიკას” აგრძელებს.

“ეს უნიათო ხელისუფლების დამახასიათებელია, პრობლემებს სხვას აბრალებენ. ფიქრობენ, რომ ამით თავიანთ უნიათობას გადაფარავენ. ახალი გვირაბების გარდა აქ ორი გვირაბია, კიდევ ერთი ლავრენტი ბერიას ერთი კი მჟავანაძის დროს აშენდა. თუ სოლოლაკის ქედიდან მოითხოვენ ალბათ პროკურატურაში ამ ადამიანებსაც დაკითხავენ,”- აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ საქმის გამოძიება მოხდება და ყველაფერი გაირკვევა. ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სწორი არ იქნება.

banner
წინა სტატიაშითბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს არ აინტერესებს რა მასალა გაიტანა პროკურატურამ მისი სამსახურიდან
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: დღეს არ ვიმყოფებით ცივი ომის მდგომარეობაში რუსეთთან, მაგრამ ის არც ნატოს პარტნიორია