თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც “თაიმერს” კომპანია “თელასიდან” აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.
“თელასის” ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის და გრიშაშვილის ქუჩების მცხოვრებლებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლეონიძის, მაჩაბლის, ბაქრაძის, კოსტავას და ჭოველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II და III კვარტლების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება – სოფელ დიღმის, სოფელ ზურგოვანის, სოფელ მუხათგვერდის, აღმაშენებლის ხეივნის 12 კმ-ის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, საბურთალოს, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ოთარ ჭილაძის, ბახტრიონის, ყაზბეგის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხეთაგუროვის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თევდორე მღვდლის, ბორჯომის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სახალხოს, დოდაშვილის, ჩკალოვის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერიაშვილის და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი: რატომ უნდა დავიკავო მე ბადაშვილის ადგილი, როდესაც ქვეყანას ჰყავს გენერალური პროკურორი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ჩვენ კვალიფიციური მოსამართლეები გვჭირდება, რომლებიც არ ეძლევიან პანიკას