კახა კახიშვილი: რატომ უნდა დავიკავო მე ბადაშვილის ადგილი, როდესაც ქვეყანას ჰყავს გენერალური პროკურორი

ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე კახი კახიშვილის კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს თავად სასჯელაღსრულების მინისტრი. კახიშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მას საუბარი არ ჰქონია არავისთან.

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ მივხვდი, საიდან მოვიდა ეს საუბრები, რატომ უნდა დავიკავო მე ბადაშვილის ადგილი, როდესაც ქვეყანას ჰყავს გენერალური პროკურორი. არანაირი საუბარი ამ თემაზე, მე არავისთან არ მქონია“,-განაცხადა კახიშვილმა.

მედიაში, გიორგი ბადაშვილის შემცვლელად კახა კახიიშვილის და ირაკლი შოთაძის კანდიდატურა განიხილება

banner
წინა სტატიაში“როგორც ჩანს პრობლემები არის”- ზურაბ ტყემალაძე ნოდარ ჯავახიშვილის ინტერვიუზე საუბრობს
შემდეგი სტატიათბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება