„თბილისის ბიუჯეტში თანხები არასწორადაა წარმოდგენილი“, – ირაკლი აბესაძე

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ უჭერს. დეპუტატების აზრით, ფინანსურ დოკუმენტში თანხები არასწორადაა გადანაწილებული. დეპუტატების თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები საერთოდ არ ითვალისწინებს კომუნალური ვაუჩერების დაფინანსებას.

„მილიარდიან ბიუჯეტშიც კი ხელისუფლება ზოგავს თანხას ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე. კვლავ არ არის არანაირი ცვლილება კომუნალური ვაუჩერების მიმართულებით. ათასობით თბილისელი დარჩება კომუნალური დახმარბეის გარეშე გაზრდილი ტარიფის მიუხედავად. თანხები გამოიყოფა ოლიმპიადისთვის, სადაც თანხების ხარჯვის კანონიერება და ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი აბესაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ტყემალაძის თქმით კი, სექტემბრის თვეში კიდევ იქნება საჭირო ბიუჯეტში ცვლილებები. და მხოლოდ მას შემდეგ განიხილავენ სხვა ცვლილებებს, რაც ერთიანი წესი შემუშავდება კიომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირდებით.

თბილისის ბიუჯეტი წელს 46 მილიონი ლარით იზრდება და 1 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის გამოიყოფა 4 მილიონი ლარი და მხოლოდ წელს ამ ღონისძიებისთვის 94 მილიონი ლარი დაიხარჯება. 20 მილიონი ლარი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახების კომპენსირებისთვის არის გათვალისწინებული, 17 მილიონი კი – ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.

დედაქალაქის ბიუჯეტს საკრებულოს რამდენიმე კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშილეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა ოთხმა პაციენტმა მიიღო
შემდეგი სტატიანარკოლოგიური შემოწმება სასამართლოს ნებართვით – ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივა