ნარკოლოგიური შემოწმება სასამართლოს ნებართვით – ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივა

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გაახმაურა დღეს გოგა ხაჩიძემ. ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრები ნარკოლოგიური შემოწმების აუცილებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვენ, თუ სასამართლოს ნებართვა იქნება.

საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ინიციატივა მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც 2015 წლის ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა. ამ ანგარიშის ერთ-ერთ პუნქტში საქართველოს ხელიუფლებას მოუწოდებენ, რომ განიხილონ სასამართლო კონტროლის შემოღება პოლიციის მიერ დაუგეგმავ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. პარლამენტმა ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივა წარმოებაში უკვე მიიღო.

banner
წინა სტატიაში„თბილისის ბიუჯეტში თანხები არასწორადაა წარმოდგენილი“, – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიაქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო