თამარ ჩერგოლეიშვილის, ლექსო მაჭავარიანისა და სალომე ხვადაგიანის უფლებებს ოთარ კახიძე დაიცავს

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ბრალდებით დაკავებულ თამარ ჩერგოლეიშვილთან ადვოკატი შევიდა. ჩერგოლეიშვილის და მასთან ერთად დაკავებულების, ლექსო მაჭავრიანისა და სალომე ხვადაგიანის ინტერესებს ოთარ კახიძე იცავს.
საგამოძიებო დეპარტამენტში თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სალომე ხვადაგიანი დაახლოებით ერთი საათია მიიყვანეს. მათ ედებათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
სამივე მათგანი ოპერასთან “გაზპრომის” სააწინააღმდეგო აქციაზე პლაკატების გაკვირისთვის დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში ფასიანი გზების პრაქტიკა უნდა შემოვიდეს”
შემდეგი სტატია„დარწმუნებული ვარ, ქართული მხარის მიერ მოძიებული ინფორმაცია ჰააგის მოსამართლეს მიეწოდება“