“საქართველოში ფასიანი გზების პრაქტიკა უნდა შემოვიდეს”

საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილის პროექტთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც მინისტრმა განაცხადა, არსებობს ორი სავარაუდო მოდელი.

“ერთი მოდელი გახლავთ ის, რომ ჩვენ დონორების მხრიდან მოვიზიდოთ შედარებით იაფი, სუვერენული დაფინანსება და შემდგომში განიხილებოდეს კონცესიით ალტერნატიული გზით გადაცემის პროექტი. მეორე, მოდელი გახლავთ ის, რომ თავიდანვე იქნას ჩართული კერძო კომპანია და მან თვითონ დააპროექტოს, ააშენოს და შემდგომში ეს გზა ფასიანი იყოს, მაგრამ ფასიანი გზა იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ალტერნატიული, დღეს არსებული გზა დარჩება ისე, როგორც არის. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, რომ საქართველოში ფასიანი გზების პრაქტიკა უნდა შემოვიდეს”,-განაცხადა კვირიკაშვილმა

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველომ წარსულში გაუშვა ასეთი შესაძლებლობა, როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დიდი ნაწილი დაპროექტდა ზუსტად იმ ადგილას, სადაც არსებული გზა უკვე გაყვანილი იყო.

“მომავალში ჩვენ ვეცდებით, რომ გავაჩინოთ ისეთი სეგმენტები, სადაც პარალელურად ორი გზა იარსებებს. ერთი იქნება სახელწმიფო, მეორე ფასიანი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„არ არის განსაზღვრული ადგილი, სადაც არ შეიძლება პლაკატის გაკვრა“
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილის, ლექსო მაჭავარიანისა და სალომე ხვადაგიანის უფლებებს ოთარ კახიძე დაიცავს