თამარ სანიკიძე IDFI-ს კვლევის საპასუხოდ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის გადახედვის რჩევას იძლევა

განათლების მინისტრი IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება. თამარ სანიკიძე სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის გადახედვის რჩევას იძლევა. მისი განმარტებით, ამ საკითხის დარეგულირების შემდეგ, თითოეულ ადამიანზე ერთობლივად გაცემული პრემიის და დანამატის ოდენობა, ბევრად შემცირებულია, ვიდრე იყო აქამდე.

“რაც შეეხება იმას, რომ შემცირდა პრემია, მაგრამ გაიზარდა დანამატი, აუცილებლად უნდა ნახოთ და სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიც არსებობს, საბოლოოდ რა შედეგი მივიღეთ. მე რაც ჩავხედე და რისი ანალიზიც გავაკეთე, მითუმეტეს ჩვენს უწყებაში, ამის დარეგულირების ხარჯზე, პირიქით, თითოეულ ადამიანზე ერთობლივად გაცემული პრემიის და დანამატის ოდენობა, არის ბევრად შემცირებული, ვიდრე იყო აქამდე,” – განმარტა თამარ სანიკიძემ

IDFI-ს კვლევაზე კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც.

“ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს, სტანდარტულად, როგორც აქამდე ვმუშაობდით, ისე ვაგრძელებთ მუშაობას,” – განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო უწყებებში პრემიების დანამატებით ჩანაცვლებაზე, შესაბამისი კვლევა, რომელიც 2014 წელს და 2015 წლის პირველ კვარტალს ეხება, IDFI-მ გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაში“ოლიგარქის მეოცნებე მთავრობამ მოსახლეობა მოატყუა, გააღატაკა,” – გიორგი გუგავა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა