“ოლიგარქის მეოცნებე მთავრობამ მოსახლეობა მოატყუა, გააღატაკა,” – გიორგი გუგავა

ვანიშვილის სადღობელაშვილი ლეიბორისტების წინააღმდეგ გააქტიურდა

ლეიბორისტული პარტიის ერთერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თაობაზე დღეს ბრიფინგი გამართა. მან მოუწოდა ივანიშვილს, შეასრულოს დანაპირები სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგებაზე, რადგან მოსახლეობას არ გააჩნია სპეციალური მოწყობილობის შეძენის საშუალება.

“ოლიგარქის მეოცნებე მთავრობამ მოსახლეობა მოატყუა, გააღატაკა და ნორმალურად არსებობის საშუალება წაართვა. ახლა კი 10 ათასობით მოქალაქეს წაერთმევა ტელევიზორის ყურებისა და ინფორმაციის მიღების საშუალება, ოლიგარქ ივანიშვილს მოვუწოდებთ, რომელიც არჩევნებამდე მოქალაქეებს სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგებას დაჰპირდა, შეასრულოს დანაპირები,” – განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიგაეროს მოხსენება: მშიდობისმყოფელები ნივთებს სექს-მომსახურებაზე ცვლიან
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე IDFI-ს კვლევის საპასუხოდ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის გადახედვის რჩევას იძლევა