თამარ სანიკიძე–”წლევანდელი წელი ჩვენთვის იქნება პედაგოგების წელი”

წლევანდელი წელი ჩვენთვის იქნება პედაგოგების წელი

სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი ულოცავს“წლევანდელი წელი ჩვენთვის იქნება პედაგოგების წელი, რადგან ის ძირეული საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია, უნდა გადავჭრათ ერთად და ამისათვის პედაგოგს დაჭირდება სახელმწიფოს მხრიდან რეალური ხელშეწყობა, პროფესიას დაფასება, სახელფასო მატება. ამიტომ, ყველაფერი რაც გავაკეთეთ და 2 წლის განმავლობაში რაც ვიმუშავეთ, მასწავლებლის ახალ სისტემაზე, ახალ სქემაზე, ჩვენ წელს ერთიანად დავიწყებთ დანერგვას,“ – განაცხადა თამარ სანიკიძემ

მინისტრის განმარტებით, საქართველოში უკვე 10 ახალი სკოლაა აშენებული და გახსნილი და წლის ბოლომდე კიდევ 8 სკოლა შევა ექსპლუატაციაში. მიმდინარეობს 20 სკოლის პროექტირება, 6 სკოლის მშენებლობა დაიწყება.

ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 400 ობიექტს ჩაუტარეთ რეაბილიტაცია, რამდენიმე მათგანი ჯერ კიდევ დასასრულებელია, ამიტომ რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი 2-3 დღით გვიან დაიწყება.

“რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ტრანსპორტის პროგრამებს, ეს ყველაფერიც დალაგებულია. ვფიქრობ, საკმაოდ მომზადებული არიან სკოლები იმისათვის, რომ დაიწყონ ახალი სასწავლო წელი,” – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშივაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი დღეს დილიდან გახსნილია
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია