თამარ ბერუჩაშვილი: გატაცებები არის სირთულე, რასაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა აწყდება

პირველ კომენტარს ხელისუფლებიდან სოფელ ქარქუსაანში მომხდარ გატაცებაზე საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აკეთებს.

მინისტრი განმარტავს, რომ მას ამ კონრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ზოგადად გატაცებების ფაქტს კიდევ ერთხელ გმობს და აცხადებს, რომ “ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.”

ბერუჩაშვილის თქმით გახშირებული გატაცებები არის ის სირთულე, რასაც სამწუხაროდ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა ხშირად აწყდება.

შეგახსენებთ, რომ გრემისხევის თემის სოფელ ქარქუსაანის სასაფლაოდან 42 წლის მამაკაცი გაიტაცეს, რომელიც სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: 26 მაისს ამერიკელი ჯარისკაცები ქართველ ჯარისკაცებთან ერთად იქნებიან წარმოდგენილი
შემდეგი სტატიაოფიციალური თბილისი ვარაუდობს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა 2016 წლიდან იქნება შესაძლებელი