თამარ ბერუჩაშვილი – ბელორუსი წლების განმავლობაში ერთგულია არაღიარების პოლიტიკის, რომლის განხორციელება საკმაოდ რთული იყო

საქართველო-ბელორუსის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება, – ამის შესახებ საქართველოს საგაერეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვდა.
“ძალიან მნიშვნელლვანია ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო-ბელორუსის ურთიერთობებში იწყება ახალი ეტაპი. ჩვენი რეგიონის საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და გამოწვევების ფარგლებში ბელორუსის მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები განსაკუთრებული იყო რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენი დიალოგის გაღრმავება უმნიშვნელოვანესი იქნება. ბელორუსი არის ქვეყანა, რომელიც ერთგულია ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის პრინციპების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, ბელორუსი ასევე ერთგულია არაღიარების პოლიტიკის წლების განმავლობაში, რომლის განხორციელება საკმაოდ რთული იყო. “დარწმუნებული ვარ, ჩვენ დღეს კიდევ ბევრ ახალ შესაძლებლობებს გამოვნახავთ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით პატარაია – საქართველო აფასებს ბელორუსის თანადგომას ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის თვალსაზრისით
შემდეგი სტატიაბელარუსის პრეზიდენტი თბილისშია +ფოტო