ბელარუსის პრეზიდენტი თბილისშია +ფოტო

ალექსანდრე ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ დილით დაიწყება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელორუსის პრეზიდენტს დახვდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია. ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში 10 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა.
ეს ბელორუსის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტია საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო თავის ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თან ახლავს ბელორუსის სამთავრობო და ბიზნესდელეგაციები. 
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბელორუსის პრეზიდენტი ბათუმსაც ეწვევა.

 

11011219_569599216476852_8247065536610844668_n 11060908_569599036476870_20458848060029310_n 11183453_569599039810203_8550731939552823382_n7406_569599033143537_6338377700221727241_n 10995697_569599079810199_5671165878617166524_n

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი – ბელორუსი წლების განმავლობაში ერთგულია არაღიარების პოლიტიკის, რომლის განხორციელება საკმაოდ რთული იყო
შემდეგი სტატიასავჩენკოს სია