თამაზ სუხიაშვილის გადმოსვენების საკითხი ორ დღეში გაირკვევა

თამაზ სუხიაშვილის უკრაინიდან სამშობლოში გადმოსვენების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. უკრაინაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელი, თემრუ კერესელიძე მბობს, რომ პროცედურების დასაწყებად ოფიციალური წერილის მიღებას ელოდებიან.

დიპლომატიურ მისიას ჯერ-ჯერობით არც საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებისა და არც სამი დაჭრილების შესახებ არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება და ისინი ინფორმაციას დაღუპული თამაზ სუხიაშვილის თანამებრძოლებზე დაყრდნობით ადასტურებენ.

“ჩვენ მის თანამებრძოლს დავუკავშირდით, რომელიც აცხადებს, რომ როგორც კი მოუახლოვდება კიევს შეგვატყობინებს. დილისთვის უფრო ნათელი გახდება ალბათ სურათი. დავუკავშირდებით ჩვენ უკვე ოჯახს, ოჯახი მიიღებს გადაწყვეტილებას და გადმოსვენების საკითხი ორ დღეში უნდა გადაწყდეს,” – განაცხადა თემურ კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ადრიატიკის ზღვაში დაღუპული მამა ილია კარტოზია “სამოქალაქო თავდადებისთვის” დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს