ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის კეთილმოწყობისა და კომუნალური მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, 1959 წელს დაბადებული ოთარ ნაკანი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა კერძო კომპანიის წარმომადგენელს ქრთამის სახით გამოსძალა 2 ათასი ლარი იმ პირობით, რომ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს დარღვევით შესრულების შემდეგ შავ სიაში არ შეიტანდა და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას მისცემდა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშითამაზ სუხიაშვილის გადმოსვენების საკითხი ორ დღეში გაირკვევა
შემდეგი სტატიაწავა თუ არა ევროპა რუსეთთან დათმობაზე?!