„თავისუფალი დემოკრატების“ ხობის რიონული ორგანიზაცია ლიკვიდირებულია

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ხობის რიონული ორგანიზაცია ლიკვიდირებულია. როგორც დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ნუგზარ შუშანიამ განმარტა, პარტიის 70-ვე წევრმა და 200-მდე მხარდამჭერმა ხობში „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

პარტიის უკვე ყოფილი წევრების განცხადებით, ამის მიზეზი ირაკლი ალასანიას პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსი და მის მხარდამჭერ აქციებზე, მათ შორის „რუსთავი2“-ის მხარდამჭერ აქციაზე სიარულია.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: “გაზპრომთან” დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი