“თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად აამოქმედოს საერთაშორისო ბერკეტები

“თავისუფალი დემოკრატები” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, გამოიყენოს ყველა ომრხრივი და მრავალმხრივი ფორმატი, რათა დროულად მოხდეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით რეაქცია.
როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რუსეთის ფედერაციის ქმედება კონფლიქტის რეგიონში არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების კიდევ ერთი უხეში დარღვევა და მიმართულია რეგიონში სიტუაციის გასამწვავებლად, ასევე ქმნის დაძაბულ ვითარებას აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის წინ, რომელიც 15 ივლისს უნდა გაიმათოს პრაღაში.
“ამგვარი ნაბიჯები ხელს უწყობს ვითარების მხოლოდ გამწვავებას და არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას ადგილზე, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონულ უსაფრთხოებას. ჯერჯერობით, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ან ცალკეული ქვეყნის მიერ არ გაკეთებულა შესაბამისი განცხადება, რაც მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებს არასათანადო მუშაობაზე. ამისათვის საჭიროა, უამაღლეს დონეზე დაუყოვნებლივ, პირდაპირი კომუნიკაცია მსოფლიოს ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რათა მოხდეს რუსეთის ამ კონკრეტული ქმედების მკაცრი დაგმობა და შესაძლო სამომავლო პროვოკაციების პრევენცია. ასევე მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელსაც ჯერჯერობით არ გაუკეთებია ვითარების შეფასება”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
გარდა ამისა, “თავისუფალი დემოკრატები” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადახედოს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმას და იმსჯელოს მისი სამომავლო გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე. “თავისუფალი დემოკრატები” მოუწოდებენ, ასევე ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ადგილობრივი ხელისუფლების დასაცავად და კიდევ უფრო გართულებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის ახლოს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთები.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილავს
შემდეგი სტატია“ეს წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის ნაწილია,” – კახი კალაძე ორჭოსანზე