ზურაბ ადეიშვილი ციხეში არსებულ ვითარებას ნაციონალური მოძრაობის პრობლემად აფასებს

ზურაბ ადეიშვილი ციხეში არსებულ ვითარებას ნაციონალური მოძრაობის პრობლემად აფასებსნაციონალური მოძრაობის იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს აფასებს და მას პოლიტიკურ მანიპულაციას უწოდებს.

ამის შესახებ ზურაბ ადეიშვილმა არჩევანისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ციხის კადრებთან დაკავშირებით, რომელზეც ზურაბ ადეიშვილზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შეცდომად აფასებს და აღიარებს, რომ ამ კადრებით ნათელი გახდა, როგორი სერიოზული პრობლემები იყო სისტემაში.

„ასეთი რამის დაუსჯელად დატოვება, ძალიან ცუდი იყო. ასეთი ფაქტები ყველა დახურულ სისტემას ახასიათებს, თუმცა მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ეფექტური მექანიზმები ვერ შევქმენით. ამიტომაც შეიქმნა ასეთი სისტემური პრობლემა,“ – განცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

მისი თქმით, საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არც ერთ მათგანს სათანადო სასჯელი არ შეფარდებია.

„საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი, რა დონის სისტემურ პრობლემასთან გვქონდა საქმე და აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური მანიპულაციის ერთ-ერთი იარაღი,“ – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგებელსის არიული რომანი არაარიელთან
შემდეგი სტატია“ძალის გადაჭარბებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი: – ზურაბ ადეიშვილი 7 ნოემბერს აფასებს