“ძალის გადაჭარბებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი: – ზურაბ ადეიშვილი 7 ნოემბერს აფასებს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი არჩევანთან ინტერვიუში 2007 წლის 7 ნოემბრის ფაქტებს იხსენებს და ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტებაზე ღიად საუბრობს.

ადეიშვილის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს მიდიოდა „ერთი სერიოზული პროცესი, რასაც ჰქვია ოლიგარქის მიერ ხელისუფლების გადაფორმება“ და ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხე ემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, ადეიშვილის შეფასებით, სახელმწიფო ვალდებული იყო, გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა.

ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, 7 ნოემბერს არალეგიტიმურად ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა რიგ შემთხვევაში ძალის გამოყენება გადაჭარბებით მოხდა.

მისი თქმით, ლეგიტიმურობის საკითხი არც იმედში შესვლის დროს მდგარა, თუმცა იმის გამო, რომ „ჩვენთვის, როგორც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, ძნელი იყო ასეთი ტიპის გამოწვევებისთვის გამკლავება, ბუნებრივია, ძალის გადაჭარბებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ის ზიანი, რაც მიადგა მაშინ ტელეკომპანიას, ანაზღაურებული იყო სახელმწიფოსაგან. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს გარკვეული შეცდომები დაშვებული იყო,“ – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ადეიშვილი ციხეში არსებულ ვითარებას ნაციონალური მოძრაობის პრობლემად აფასებს
შემდეგი სტატიაზურაბ ადეიშვილის მტკიცებით, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილის შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია ჰქონდა