ზურაბ აბაშიძე:სწორედ ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ეს კადრები სისტემატურად ვრცელდებოდეს

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

ძალიან მძიმე წარსული აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”. გვინდა არ გვინდა მასთან ასოცირდება ეს ყველაფერი. ძალიან რთულია შექმნილი სიტუაცია თვითონ მოქალაქეებისთვის, ამიტომ არ შეიძლება ამ კადრების გავრცელება. მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება – სწორედ ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ეს კადრები სისტემატურად ვრცელდებოდეს. ამას თვითონ პრემიერ-მინისტრი არ უარყოფს. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ის უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, მთავრობა არა “წარსულში ქექვით”, არამედ იმ პრობლემების მოგვარებით იყოს დაკავებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.
გარდა აღნიშნული თემისა, სიტყვით გამოსვლის დროს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა და ხელისუფლებას ამ კუთხით ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს არჩევნების გზით, მაგრამ ამას როგორ შევასრულებთ, ეს სწორედ ჩვენზე – აქ მსხდომ ადამიანებზე იქნება დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ 2016 წლის არჩევნები იქნება რუბიკონი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობისთვის. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ დაფიქრდება, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა აუცილებელია ქვეყნის წინსვლისთვის”, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
მან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტთან არსებული დამოკიდებულების გამოც გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის პირველ პირთან საუბარი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.
“ასევე მიუღებელია, რომ მთავრობა, პარლამეტი არ ესაუბრება ასევე ხელისუფლების შტოს – პრეზიდენტს. წარმოუდგენბელ ვითარებაში ვიმყოფებით. მე მივესალმები, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა პრეზიდენტს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პროცესები სწორად დაინახოს ქვეყნის შიგნით ჩვენმა მოქალაქეებმა და ქვეყნის გარეთ ჩვენმა პარტნორებმა. აქ არ არის საუბარი იმაზე, პრეზიდენტი მოგწონთ თუ არ მოგწონთ. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. ეს უნდა გამოსწორდეს”, – განმარტა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერობს
შემდეგი სტატია,,ჩვენ, საზოგადოებასთან და ჩვენს ერისკაცთან – ბიძინა ივანიშვილთან ერთად უარი ვუთხარით ძალადობას”