,,ჩვენ, საზოგადოებასთან და ჩვენს ერისკაცთან – ბიძინა ივანიშვილთან ერთად უარი ვუთხარით ძალადობას”

“ამ კადრებმა გაგვახსენა ის დრო, როდესაც ჩვენ, საზოგადოებასთან და ჩვენს ერისკაცთან – ბიძინა ივანიშვილთან ერთად უარი ვუთხარით ძალადობას. მინდა თითოეულ თქვენგანს, თითოეულ პოლიტიკოსს, ვისაც პრეტენზია აქვს რომ მართალი პოლიტიკოსი ერქვას, ვთხოვო, რომ ეს ტკივილი, ტრაგედია და უბედურება, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიტანა, თქვენი ოჯახის, თქვენი შვილების ტკივილად მიიღოთ.
დამნაშავე ჯგუფები დღესაც ცდილობენ, რომ ანარქია გამოიწვიონ საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ დრო, რომელსაც მათთან თანაარსებობა ჰქვია, დასრულდა და შესაბამისმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ ეს ადამიანები იზოლირებულნი იყვნენ საზოგადოებისგან, რადგან ისინი ხელს უშლიან ჩვენს საზოგადოებას მშვიდად ცხოვრებაში”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
გარდა ამისა, დეპუტატმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” მძევალია.
“ჩვენი ხელისუფლების – როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების ურყევი ნებაა, რომ სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. “რუსთავი 2” დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მძევალია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ უბედურებისგან დავიცვათ ყველა მედიასაშუალება”, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე:სწორედ ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ეს კადრები სისტემატურად ვრცელდებოდეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერის მრჩეველს შეხვდა