ზუგდიდის გამგეობის შენობაზე ზვიად გამსახურდიას ბარელიეფი გაიხსნა

„ეროვნულების“ და ადგილობრივი მთავრობის ინიციატივით ზუგდიდის გამგეობის შენობაზე ზვიად გამსახურდიას ბარელიეფი გაიხსნა. „ეროვნულების“ და ადგილობრივი მთავრობის ინიციატივით, ზუგდიდში პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დღე აღნიშნეს და 25 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს. პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც სწორედ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნების შედეგად ქვეყანას ეროვნული პარლამენტი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ჩაუდგა სათავეში.

banner
წინა სტატიაში“ამოგვეწურა პოზიტივის რესურსი. თუ რამეს აკეთებენ, იმასაც მავნებლურს”
შემდეგი სტატია„ექსპერტის დასკვნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ არის გაქარწყლებული“