ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბეჟან თოდუა დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის 7 თებერვალს ბრალდებულმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 3 000 აშშ დოლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი: რუსეთს საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია
შემდეგი სტატიაქუთაისში დაღუპული გოგონას ნათესავებმა გზა გადაკეტეს