სერგეი ლავროვი: რუსეთს საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია

რუსეთს საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ კონტაქტი და დიპლომატიური კავშირები საქართველოსთან არ შეგვიწყვეტია. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატი გრძელდება. მის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ არ მსმენია. ვფიქრობ, რამდენადაც ქართული მხარე ამ შეხვედრისთვის მზად იქნება, ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ” , – განაცხადა ლავროვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პირისპირ შეხვედრებს 2012 წლის შემდეგ მართავენ. მხარეები დიალოგის ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიგალში აფხაზებმა ორი ქართველი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს