ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა სავარაუდოდ ლიზა ზარანდიაა

თბილისში დაკარგულ დების ინდირა და ლიზა ზარანდიების ცხედრები აღმოაჩინეს. როგორც

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ახლობლებიც ადასტურებენ. ლიზა ზარანდიას ცხედარი მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს, გამთენიისას იპოვეს.

სტიქსიის დღეს ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდნენ.
ინდირა ზარანდიას ცხედარი “მზიურის” ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლით ძებნილი ქართველი ქურდი კიევის სასამართლომ გაუშვა
შემდეგი სტატიაფანასკერტელის ქუჩაზე კლდე ჩამოწვა