ინტერპოლით ძებნილი ქართველი ქურდი კიევის სასამართლომ გაუშვა

46392უკრაინული მედიის კრიტიკა დაატყდა თავს კიევის დესნიანსკის სასამართლოს მოსამართლეს რომან ვინტონიაკს, რომელმაც იტალიელების მიერ ინტერპოლით ძებნილი და უკრაინელი სამართალდამცავების მიერ დაკავებული ქარველი კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი, იგივე ლაშა ,,ოჩამჩირსკი,, სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლა.

l-jachvlianiუკრაინული მედიის ცნობით, ლაშა ჯაჭვლიანის გადმოცემას იტალიელი სამართალდამცავები ითხოვდნენ, მის მიერ იტალიაში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის, ადამიანების გატაცების, ფულის გათეთრებისა და დოკუმენტების გაყალბების გამო… ამას გარდა ლაშა ჯაჭვლიანზე  ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული და მას უკრაინაშიც ჰქონდა რამდენიმე კრიმინალური ეპიზოდში მონაწილეობა.  ინტერნეტ-ქსელში კი მის მიერ ,,კანონიერი ქურდობის,, აღიარებითი ვიდეომტკიცებაც არსებობს. მიუხედავად ზემოთხსენებული საფუძვლებისა, მოსამართლე ვინტონიაკმა ქართველი ,,კანონიერი ქურდი,, გაანთავისუფლა და მიზეზად სამხილების არასაკმარისობა დაასახელა.

კიევის სასამართლოს ქმედებას მრავალმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ კრიტიკული სტატიები და სიუჟეტები მიუძღვნა, ხოლო ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრო გნაპმა, რომელიც ამ თემაზე ,,ჰრომადსკე ტვ,, -ით გაკეთებული სიუჟეტის ავტორია, ,,ფეისბუქით,,  ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ჯაჭვლიანთან ერთად მოსამართლე ვინტონიაკიც გადასცენ იტალიელ სამართალდამცავებს, ,,როგორც ერთი და იმავე ბანდის წევრები,,

/თემასთან დაკავშირებით უკრაინული ,,ჰრომადსკე ტვ,,-ის სიუჟეტი -ვიდეო/

banner
წინა სტატიაშირა საფრთხე ემუქრება თაბუკაშვილის ქუჩასა და ვაჟა ფშაველას გამზირს
შემდეგი სტატიაზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა სავარაუდოდ ლიზა ზარანდიაა