ზვიად სიჭინავა: ჩემი შეშინება ცოტა გაუჭირდებათ – არც ციხის მეშინია, არც დიდი თანამდებობის

ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა კახა კალაძის ბრალდებებს პასუხობს.

ვიცეპრემიერმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს საფეხბურთო საქმიანობაში, კონკრეტულად, კი ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

„კახა კალაძემ, თავისი სტატიით აღიარა, რომ ბატონი ვანო მერაბიშვილი, თუ სააკაშვილი, თუ სხვები რომლებიც ერეოდნენ, რაზეც იყო ლაპარაკი, ადასტურებენ, რომ უნდა ჩაერიონ. ჩემი შეშინება ცოტა გაუჭირდებათ, იმიტომ რომ, არც ციხის მეშინია, არც დიდი თანამდებობის. ჯერ არ დავუბარებივარ, ალბათ ელოდებიან 11 აგვისტოს და მერე შეიძლება დამიბარონ,“ – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

 

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაკაცობრიობა საკუთარ სამშობლოს მარხავს (ფოტო)