კაცობრიობა საკუთარ სამშობლოს მარხავს (ფოტო)

კაცობრიობა საკუთარ სამშობლოს მარხავს

ომოს მდინარის დაბლობს “კაცობრიობის აკვანს” უწოდებენ. მის საიდუმლოს ახლა ჰამერები, დასანეჩები, მუსრსები, სურები, კაროები და ტურკანის ტომები ინახავენ.
დაბლობზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობა საკუთარ აკვანს ელექტროენერგიის გამო ანადგურებს – წერენ მეცნიერები.
14 წლის გოგონებს ტომში ტუჩზე ჭრიან და სპეციალურ დისკს ათავსებენ. რაც უფრო დიდია დისკი ქორწილისთვის, მით მეტი თანხის შეგროვება შეუძლია დედოფალს ქორწილზე. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს ტრადიცია მონათლფლობელებისგან თავის დასაღწევად გამოიგონეს.
ჰამერი-მამაკაცები ტანს სხვადასხვა ორნამენტების ფორმის იარით იფარავენ.
დასანეჩის ტომის მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია თავის დაფარვა, რომელსაც არა აქვს მნიშვნელობა რითი აკეთებენ – თავზე შესაძლებელია დაიდონ ყველაფერი, რაც სურთ. ტომის გოგონები ცნობილი არიან სამკაულების სიყვარულით. თავზე გაკეთეული კალმით შესაძლებელია სოციალური სტატუსის განსაზღვრა. აბორიგენები სახეს და სხეულს თეთრი თიხით იხატავენ. მათი ძირითადი შემოსავალი ფოტოებისთვის გადახდილი თანხებია.

omo omo1 omo2 omo3 omo4 omo5 omo6 omo8 omo9 omo10

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავა: ჩემი შეშინება ცოტა გაუჭირდებათ – არც ციხის მეშინია, არც დიდი თანამდებობის
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა