ზვიად კვაჭანტირაძე: არის მცირედი გაუგებრობა, რომელსაც მალე გავხდით გასაგებად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე, ამბობს, რომ უმრავლესობაში „მცირედი გაუგებრობაა“, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე გაარკვევენ.

ამის შესახებ კვაჭანტირაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე, გია ვოლსკი, ხელმძღვანელობს.

„არის მცირედი გაუგებრობა, რომელსაც ძალიან მალე გავხდით გასაგებრობად. მე ვიცოდი, რომ უმრავლესობის ლიდერი ხვდებოდა პრეზიდენტს. კრიტერიუმებზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მსჯელობა აუცილებლად უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ საგანელიძემ ამის თაობაზე გააკეთა განმარტება, რომ მას ჰქონდა პოლიტსაბჭოს ფორმატში შეთანხმება ყველა ლიდერთან, ვინც შედის უმრავლესობაში,“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

უმრავლესობაში დაპირისპირების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პარტიის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა დაასახელა. მისი მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოწვია პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის კონსულტაციების შემდეგად შეთანხმებულმა ერთ-ერთმა კრიტერიუმმა, რომელიც კანდიდატის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლებას ეხება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვა, რომ დეპუტატების დიდ ნაწილს დავით საგანელიძესთან საუბარი კონსულტაციების თაობაზე არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშიინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან” დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ზაქარია ქუცნაშვილი თავის თავს აძლევს უფლებას, თქვას იმდენი სიცრუე და სისულელე, რომ მერე თვითონ ვარდება მძიმე სიტუაციაში”