“ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?”

10966524_1545485279069807_1099522371_nსაქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია გიორგი ბადაშვილს და დავით უსუფაშვილს მიმართავს მამის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ბოლომდე დასრულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მიმართვას იგი სოციალური ქსელით ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო საზოგადოებავ!
დღეს თქვენი დახმარება მჭირდება. ალბათ გახსოვთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს მუდამ ვცდილობდი რეაგირების გარეშე არ დამეტოვებინა უსამართლობის, არაადამიანობის, ნეპოტიზმის შემცველი ფაქტები. სწორედ ამიტომ გახლდით წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგე და არა იმიტომ, რომ რაიმე პიროვნული უკმაყოფილება მაკავშირებდა ნაცმოძრაობასთან და მის ლიდერთან…
არც “ოცნების” ხელისუფლებისგან ან ბიძინა ივანიშვილისგან მინდოდა რაიმე: ფული, ბიზნესი თუ თანამდებობა. ციხეშიც, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ვუჭერდი მხარს სამართლიანობის აღდგენას, ავტორიტარიზმის დემონტაჟს და ნეპოტიზმის დასრულებას მხოლოდ იმიტომ, რომ მჯეროდა – ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ამ ქვეყნისათვის.
საკუთარ პერსონაზე ამდენი მხოლოდ იმიტომ ვილაპარაკე , რომ ა რ ა ფ ე რ ი მინდოდა ან მინდა ხელისუფლებისგან – გარდა ერთისა:
ეს გახლავთ მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიება.
წინამდებარე წერილებში მივმართავ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რომელიც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსად მიმაჩნია, რათა გამცენ პასუხი მათი კომპეტენციის ფარგლებში რატომ არ ასრულებს პროკურატურა 2011 წლის პარლამენტის დადგენილებას და რატომ აჭიანურებს გამოძიებას, რომელიც უკვე წლებია გრძელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ადრესატებს, ასევე ი. ღარიბაშვილს, გ. მარგველაშვილს, და საქართველოს სახალხო დამცველს ჯერ კიდევ შარშან მაისში მივმართეთ ძმებმა ამ საქმეზე რეაგირების თხოვნით. პასუხი: ფარატინა ქაღალდი, რომ მიმდინარეობს გამოძიება…
მინდა ვკითხო ბატონ დავით უსუფაშვილს და გ. ბადაშვილს, ამ ქვეყანაში მაინცდამაინც ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან რომ სამართალი იპოვო?! თუ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?”,- აღნიშნულია ცოტნე გამსახურდიას მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვმა ვაშინგტონი უკრაინის კრიზისის გამწვავებაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: ბაჩო ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენება მიმდინარეობს