ზაზა ჭაია შსს მიმართავს

ზაზა ჭაია შსს მიმართავს

“სამართალდამცველთა დაცვის ლიგის” წევრი ზაზა ჭაია  საოკუპაციო ხაზთან  მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ეხმიანება და შსს რეკომენდაციებით მიმართავს

za-chaia

საქართველოს მცხოვრებთათვის პოლიტიკურად დაძაბული კვირა, შსს-ს ხელმძღვანელობის არაკვალიფიციურმა და იმპულსურმა ქცევამ „დააგვირგვინა“. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები განალაგეს ცენტრალურ მაგისტრალზე წითელუბნისა და ხურვალეთის შესასვლელებთან, წითელუბანში და ხურვალეთში აკრძალეს თავისუფალი გადაადგილება და „უსაფრთხოებიდან“ გამომდინარე, პოლიციელები და ადგილობრივი მცხოვრებნი, ანექსიის გასაპროტესტებლად ხურვალეთში მყოფ მოქალაქეების წინააღმდეგ „განაწყვეს“ და „დარაზმეს“. შსს-ს მინისტრის დილეტანტმა მოადგილემ, „მორცხვად“ განმარტა პოლიციის ქცევის არსი. საზოგადოებამ იხილა ხელჩართული ჩხუბი, თავპირდამტვრეული „მოწინააღმდეგენი“ და გაცინებული მტერი. ბატონო მინისტრის მოადგილევ შეწუხდით და გაეცანით ამ რეკომენდაციებს, არც თქვენ და არც თქვენ კოლეგებს, ხომ წარმოდგენა არა გაქვთ არც სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვაზე, არც სამხედრო ხელოვნებაზე, არც სპეციალური ღონისძიებების განხორციელებაზე და არც ოპერატიულ მუშაობაზე.
1. თუ მართლა გნებავთ სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა საკუთრების დაცვა, აღადგინეთ სპეციალური დანიშნულების რაზმების თქვენს მიერ ადრე მოშლილი პოსტები საუკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
2. სპეცდანიშნულების რაზმის პოსტები განალაგეთ წითელუბან-პატარა ხურვალეთი-ზადიანთკარის გასწვრივ, ამ პუნქტებსა და უკუპირებულ წინაგარი-ორჭოსან-აბრევს შორის და პარალელურად, რაც ოკუპანტს მოუკლავს წინ გადმოწევის სურვილს.
3. უზრუნველყავით საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე, სპეცდანისნულების რაზმების პოსტების განლაგება, რაც თავიდან აგაცილებთ ასეთივე გართულებებს სხვა უბნებზე.
4. უზრუნველყავით ქართული პოსტები ლოჯისტიკურად, თანამდროვე აღჭურვილობით, მატერიალური რესურსით და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ზეგანაკვეთირი ანაზღაურებით.
5. უზრუნველყავით პოსტები და სპეცდანისნულების რაზმები, პროფესიონალი ხელმძღვანელი კადრებით.
6. საუკუპაციო ზოლს გასწვრივ გაშალეთ სადაზვერვო საქმიანობა, მოახდინეთ ინფორმაციების აღრიცხვა და სხვა სამინისტროებთან კორდინაციაში, უზრუნველყავით ქართული რაზმების ეფექტური მართვა და კონტროლი.
7. უზრუნველყავით ევროკავშირის, ქართული და უცხოური უფლება დამცველი ორგანიზაციების მუდმივი კონტროლი, საოკუპაციო ზოლს გასწვრივ.
გარწმუნებთ, რომ თუ იქნება პოლიტიკური ნება და სურვილი, სპეცდანიშნულების რაზმების წევრები, კვლავაც მშვიდად, ყოველგვარი გართულებების გარეშე, გაართმევენ თავს სახელმწიფო ინტერესების დაცვას და თქვენც აგაცილებენ თავიდან ინტერვიუს მიცემას იმაზე, რაზეც წარმოდგენაც არ გაქვთ!–წერს ზაზა ჭაია

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჟავანაძე: გამოძიება მხოლოდ გუგუშვილის და მარგველანის დაკითხვით არ უნდა შემოიფარგლოს
შემდეგი სტატიაკახი კალაძემ ქართველი ჟურნალისტები დაიცვა