ნიკოლოზ მჟავანაძე: გამოძიება მხოლოდ გუგუშვილის და მარგველანის დაკითხვით არ უნდა შემოიფარგლოს

საფრთხე ემუქრება

საფრთხე ემუქრება„ უფლებადამცველთა გაერთიანება’’ მიესალმება და კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ზვიად გამსახურდიას საქმის კვალიფიკაციის შეცვალასთან დაკავშირებით. თუკი აქამდე გამოძიება მხოლოდ თვითმკველელობის ვერსიაზე მუშაობდა და სხვა ვერსიას არც კი განიხილავდა დღეისათვის საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც დაკვალიფიცირებულია 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მესამე პუნქტით, (1993 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით), რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, რომელიც ჩადენილია დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით”
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებაა დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვენელოვანი მოვლენაა. 22 წელია გაუხსნელია საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობა, ამიტომ პროკურატურის გააქტირება საქმის გამოსაძიებლად მისასალმებელია.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:
,,აუცილებელია საქართველოში ჩამოყვანილ იქნეს ყოფილი პრემიერი ბესარიონ გუგუშვილი და პრეზიდენტ გამსახურდიას დაცვის უფროსი როზონ მარგველანი, რათა დაკითხვასთან ერთად მათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებეში რაც დაკავშირებული შემთხვევის ადგილზე გაყვანასთან და სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებთან. გამოძიება მხოლოდ გუგუშვილის და მარგველანის დაკითხვით არ უნდა შემოიფარგლოს’’.
თუკი ეს ორი პერსონა არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან კიდევ უფრო განმტკიცდება მოსაზრება მათი ზვიად გმასახურდიას მკვლელობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.’’

banner
წინა სტატიაშიტუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავს
შემდეგი სტატიაზაზა ჭაია შსს მიმართავს