,,ვიმედოვნებ საბერძნეთი ჭკუის სასწავლებლად ჩაიძირება,,

11200911_1001961259838614_2575939090339237913_n - копия,,ახლა საბერძნეთი…  იმავე ,,სირტაკის,,  ცეკვაში, რუსეთისაგან მატერიალურ დახმარებას ელოდება… და როგორც უძველესი პროფესიის ქალი, მზადაა იყოს დოცატიური რეგიონი ვისიც გინდა,, წერს პოლიტიკური მიმომხილველი მატვეი განაპოლსი ერთ-ერთი რუსულენოვანი საიტის საკუთარ ბლოგში, რომლის სათაურია ,,ვიმედოვნებ საბერძნეთი ჭკუის სასწავლებლად ჩაიძირება,, და რომელსაც თან ახლავს წარმოდგენილი სურათი.

,,სურათზე ჩანს, თითქოს საბერძნეთი გამოდის დასავლური გავლენიდან და ეს ფუმფულა დათუნია, მშვიდობისმოყვარე დიდ დათვთან ერთად შორეულ მოგზაურობაში მიდის…

ორი სიტყვით იმაზე, თუ რა იმალება ამ სურათის უკან:

1. საბერძნეთმა აიღო ევროკავშირების კრედიტი.

2. მერე ცეკვავდა ,,სირტაკს,,

3. ფული დამთავრდა

4. ისევ აიღო კრედიტები.

5. ისევ ცეკვავდა.

6. ფული ისევ დამთავრდა.

7. მაშინ ,,ბოლშევიკმა,, პრემიერმა ციპრასმა ჩაატარა რეფერენდუმი: გავისტუმროთ თუ არა ვალები?

8. ბერძნების 61% თქვეს, რომ არ გავისტუმროთო ვალები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბერძნებმა ხმა მისცეს იმას, რომ ვალები არ გაისტუმრონ. ერის უმეტესობამ ხმა მისცა კრედიტორების ,,გადაგდებას,,. ეს ისტორიაში უდიდესი მასობრივი ,,გადაგდებაა,, , სოფოკლეს, ევრიპიდეს და ფიდიას ქვეყნისგან გაკეთებული.

9. ახლა კი, საბერძნეთს არ უყვარს დასავლეთი, რომელმაც ადრე ფული მისცა მას… სამაგიეროდ უყვარს პუტინი, იმიტომ რომ მას არ უყვარს დასავლეთი.

10. ახლა საბერძნეთი…  იმავე ,,სირტაკის,,  ცეკვაში, რუსეთისაგან მატერიალურ დახმარებას ელოდება… და როგორც უძველესი პროფესიის ქალი, მზადაა იყოს დოცატიური რეგიონი ვისიც გინდა.

დასკვნა: პარაზიტული სიმდაბლისკენ მიდრეკილების მქონე ქვეყნებში რეფერენდუმი აღმოაჩენს, რომ მოქალაქეთა ძირითადი მასა ქურდბაცაცები არიან.

ვიმედოვნებ საბერძნეთი, ჭკუის სასწავლებლად, ჩაიძირება…

და ამით დარჩება მეხსიერებაში, როგორც ყველა მისი ძეგლი წარსულის, დიდი ხნის წინ დავიწყებული ბერძნული ისტორიისა,, წერს მატვეი განაპოლსკი საკუთარ ბლოგში.

 

 

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2457 ლარია
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი არ გამორიცხავს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აკრძალვას საფუძვლად პერსონალური ინტერესები ედოს